ჯოკერი

ხოაკინ ფენიქსმა კითხვაზე, ხომ არ გახდება ჯოკერი ძალადობის ინსპირაცია, ინტერვიუ დატოვა

მსახიობმა ხოაკინ ფენიქსმა The Telegraph-ის ჟურნალისტთან ინტერვიუ მოულოდნელად მიატოვა. მიზეზი ჟურნალისტ რობი კოლინის მიერ დასმული კითხვა გახდა.

ფენიქსი ტოდ ფილიპსის ფილმში "ჯოკერი" მთავარ პერსონაჟს განასახიერებს, რომელსაც საზოგადოება გარიყავს. ფილმში ასახულია მისი მენტალური დეგრადაცია და არაერთი ძალადობის ამსახველი სცენაა, რამაც ზოგიერთი მაყურებლის შეშფოთება გამოიწვია.

კოლინსმა ფენიქსს ჰკითხა ხომ არ იქცევა ფილმი ძალადობის ინსპირაციად და ხომ არ არის შესაძლებელი ამან ტრაგიკული შედეგები გამოიწვიოს.

ამ კითხვის შემდეგ მსახიობმა ინტერვიუ დატოვა. ჟურნალისტი ამბობს, რომ წასვლისას ფექნისმა იკითხა რატომ დაუსვეს მსგავსი შეკითხვა.

საბოლოოდ სტუდიის თანამშრომლებმა მოახერხეს ინტერვიუს დასასრულებლად მისი დაბრუნება.

"ჯოკერის" რეჟისორმა ტოდ ფილიპსმა თქვა, რომ გადაღებების პერიოდში, როდესაც შესაბამის ხასიათზე არ იყო ფენიქსი გადასაღებ მოედანს მოულოდნელად ტოვებდა, რაც მის კოლეგებს აშფოთებდა.

ფილმმა უკვე არაერთი ჯილდო მოიპოვა და მას ოსკარსაც უწინასწარმეტყველებენ. "ჯოკერი" ეკრანებზე 4 ოქტომბერს გამოვა. მანამდე კი შეგიძლიათ ნახოთ ტრეილერი.

კომენტარები