ჯოკერი

"ჯოკერის" ჩვენების დროს აშშ-ში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იქნება მიღებული

ფილმ "ჯოკერს" აშშ-ში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ქვეშ აჩვენებენ. ერთ-ერთმა კინოთეატრმა ფილმზე "ჯოკერის" კოსტიუმით, მოხატული სახითა და ნიღბებით დასწრება აკრძალა.  

აკრძალვის მიზეზი კოლორადოში 2012 წელს მომხდარი ინციდენტია. "ბეტმენი: ბნელი რაინდის აღზევების" ჩვენების დროს სროლად 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 70 კი დაიჭრა.  

პოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის თქმით, სამართალდამცავები ფილმის მიმდინარეობას "ყურადღებით დააკვირდებიან". 

ტოდ ფილიფსის "ჯოკერი", რომელშიც მთავარ როლს მსახიობი ხუაკინ ფენიქსი ასრულებს, ეკრანებზე 2019 წლის 4 ოქტომბერს გამოვა. ფილმმა ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიპოვა. მას ჩვენების შემდეგ 8 წუთის განმავლობაში უკრავდნენ ტაშს.  

ფილმის შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

კომენტარები