კახა კალაძე

კალაძე რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე: შეხვედრები აუცილებელია

თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია იგეგმება თუ არა გიორგი გახარიას და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა.

ჟურნალისტის კითხვას, მიესალმება თუ არა მსგავსი ტიპის პირდაპირ შეხვედრებს, კახა კალაძე დადებითად პასუხობს.

"​კი, კი, შეხვედრები აუცილებელია. ფორმატი, რომელიც არსებობს, კარასინი-აბაშიძის ფორმატი, ინდივიდუალურად არავისთან არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, თუმცა პრობლემის მოგვარებაზე როდესაც ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ რეალურად შევძლოთ სიტუაციის გამოსწორება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა", - ამბობს კალაძე.

ცნობისთვის, რამდენიმე მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, საქართველოს პრემიერმინისგიორგი გახარია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდეს, თუმცა მთავრობის წარმომადგენლები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

კომენტარები