ბრექსითი

ჯონსონი ევროკავშირს ერთდროულად ბრექსიტის ვადის გადაწევასაც და შენარჩუნებასაც თხოვს

ბორის ჯონსონი
Financial Times

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, ოფიციალური წერილით ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს Brexit-ის ვადის გადაწევის თხოვნით მიმართა. ამის გარდა ჯონსონმა ბრიუსელში მეორე წერილიც გაგზავნა, რომელშიც არსებული ვადის შენარჩუნებას თხოვს.

პირველ წერილში ჯონსონი ევროკავშირისგან ბრექსითის ვადის ორი თვით გადაწევას ითხოვს. ჯონსონის თქმით, თუ კი მხარეები ხელშეკრულების რატიფიცირებას მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე მიაღწევენ, ბრექსითის ვადაც გადაიწევს. წერილი სრულდება სიტყვებით-გულწრფელად თქვენი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის პრემიერ-მინისტრი. წერილში არ არის მითითებული ბორის ჯონსონის სახელი და გვარი, წერილზე არ არის პრემიერის ხელმოწერაც. 

როგორც ცნობილი ხდება, ამ წერილთან ერთად ჯონსონმა ტუსკს ერთი პირადი წერილიც მიწერა. წერილში ჯონსონი ტუსკს თხოვს არ გადაწიოს ბრექსითის ვადა. "მე ყოველთვის ღიად გამოვხატავადი ჩემს პოზიციას, დღეს მთავრობასთან ერთად იგივე პოზიცია გამოვხატეთ პარლამენტშიც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბრექსითის ვადის გადაწევა დააზიანებს როგორც დიდი ბრიტანეთის, ასევე ევროკავშირის ინტერებს", — წერია ბორის ჯონსონის წერილში. 

ტუსკისთვის გაგზავნილ პირად წერილში ჯონსონი ამბობს, რომ მისი აზრით, 31 ოქტომბრამდე პარლამენტი დაამტკიცებს ბრექსითის ხელშეკრულებას. საქმე ისაა, რომ ვადის გადაწევის თხოვნას ჯონსონს კანონმდებლობა ავალდებულებდა. 

შაბათს 19 ოქტომბერს ბრიტანელმა კანონმდებლებმა არ დაუჭირეს მხარი ჯონსონის ინიცირებულ ხელშაკრულებას ევროკავშირიდან გასვლის შესახებ. პარლამენტარებმა ე.წ. ლეტვინის შესწორება გამოიყენეს, რომელიც პრემიერს ავალდებულებს ბრექსითის ვადის გადაწევა ითხოვოს. 

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ამ ორ წერილთან ერთად დონალდ ტუსკმა მესამე წერილიც მიიღო. ამ წერილის ავტორი ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის ელჩი, ტიმოთი ბაროუა. გზავნილში ბაროუ დონალდ ტუსკისთვის შექმნილი მდგომარების გარკვევის მიზნით გაგზავნა.

კომენტარები