ცნობილი ადამიანები

LADY GAGA და დენ ჰორტონი დაშორდნენ

ლედი გაგა და დენ ჰორტონი

Lady Gaga და დენ ჰორტონი რამდენიმეთვიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ.

გუშინ, ამერიკელმა პოპ-ვარსკვლავმა, საკუთარ ინსტაგრამზე სურათი დადო, სადაც დაწერა რომ "მარტოხელა ქალბატონია".

მან ასევე დაწერა - "შესაძლოა ძალიან მტკივა, მაგრამ ჩემი მეგობრის წინა საქორწინო სადილს ვერ გამოვტოვებ".

ლედი გაგა, ხმის ინჟინერ დენ ჰორტონს ივლისიდან ხვდებოდა.

თავდაპირველად, ისინი ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას ასაიდუმლოებდნენ, თუმცა შემდეგ წყვილი პაპარაცებმა ერთად რამდენჯერმე შენიშნეს.

კომენტარები