გიორგი გახარია

გახარია: დღეს ქვეყანა ეკონომიკურად მდიდარი ვერ არის, მაგრამ ჩვენია

დღეს ეკონომიკურად ქვეყანა მდიდარი ვერ არის, მაგრამ ჩვენია. ეკონომიკის სამინისტროში მუშაობის პერიოდში ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის სამუშაო ადგილები. სახელმწიფო ყველანაირად უნდა დაეხმაროს ადამიანს, რომ შეუქმნას ისეთი პირობები გლეხს, ფერმერს, რომ მან შეძლოს რაღაც რისკები თავის თავზე აიღოს, სიმამაცე მოიკრიბოს, ნაბიჯი გადადგას და თქვას, მე ჩემს თავს თვითონ უნდა მივხედოო. სახელმწიფოს ყველაზე დიდი პოზიტიური ვალდებულებაა, მიეხმაროს ამ ადამიანს, რომ ცოტა მოძლიერდეს და თავისი ოჯახის წევრებთან ერთად მეზობელი უნდა დაასაქმოს და ასე ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს და დამატებით სამუშაო ადგილები ასე უნდა იქმნებოდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ბაღები გავაშენოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში ჩვენი ოჯახები ვაცხოვროთ ღირსეულად, შემდგომ ჩვენი სოფლები, ქალაქები და ჩვენი ქვეყანა, ეს არის სახელმწიფოს ყველაზე დიდი ვალდებულება, რომ თქვენ ამაში დაგეხმაროთ. 

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ შიდა ქართლში მეწარმეებთან შეხვედრისას. დღეს, 19 ოქტომბერს ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის გავლების სამუშაოები განაახლეს.

კომენტარები