მოგზაურობა

მგზავრმა ფრენამდე 2.5 კილოგრამი ტანსაცმელი ჩაიცვა, რათა ბარგის ფული არ გადაეხადა

მზაგვრმა 2.5 კილოგრამი ტანსაცმელი ჩაიცვა, რათა აეროპორტში ბარგის ფული არ გადაეხადა - ამის ამსახველი ფოტოები Facebook-ში გავრცელდა.

ჯერ როდრიგეზის ბარგი 9 კილოგრამს იწონიდა, უფასოდ კი მას მხოლოდ 7 კილოგრამის წაღება შეეძლო. ამიტომ მან ზედმეტი ტანსაცმელი ჩანთიდან ამოიღო, აეროპორტშივე ჩაიცვა და ბარგის წონაც 6.5 კილოგრამი გახდა.

სამი შორტი და შარვალი, ხუთი მაისური და სამი ჟაკეტი - ეს არის იმ ტანსაცმლის ჩამონათვალი, რაც ჯერ როდრიგეზს მგზავრობის დროს ეცვა.

"არ მსურდა ზედმეტი ფულის გადახდა, რადგან ეს მხოლოდ ორი კილოგრამი იყო. მანამდე რომ მცოდნოდა, ეს ფოტო ვირუსული გახდებოდა, უკეთესად ვიპოზიორებდი", - თქვა ჯერ როდრიგეზმა.

კომენტარები