Once Upon A Time In Hollywood

ჩინეთში Once Upon A Time In Hollywood-ის ჩვენება დროებით აიკრძალა

ჩინეთის მთავრობამ კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის  Once Upon A Time In Hollywood გაქირავებაში გაშვება დროებით აკრძალა. ფილმი მაყურებლისთვის 25 ოქტომბერს ხელმისაწვდომი უნდა გამხდარიყო, თუმცა ახლა მისი გამოსვლა გაურკვეველი ვადით გადაიდო. 

ოფიციალური მიზეზი ცნობილი არ არის. თუმცა, სურათს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ბრიუს ლის შვილმა, ტარანტინოს ფილმში თავისი მამის პერსონაჟით უკმაყოფილომ, ჩინეთის მთავრობაში ოფიციალური საჩივარი შეიტანა. საუბარია იმ სცენაზე, რომელშიც ბრიუს ლი ბრედ პიტის პერსონაჟს ეჩხუბება. 

"თუ ტარანტინო რაღაცების ამოჭრას დათანხმდება, ფილმი გაქირავებაში ჩვეულებრივად გავა." თქვა ჩინეთის გაქირავების ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა. 

აღსანიშნავია, რომ Once Upon A Time In Hollywood-ის წარმოებაში მონაწილეობას ჩინური კომპანია Bona Film Group იღებდა. 

შეგახსენებთ, რომ  2012 წელს, ფილმის "DJANGO UNCHAINED" გაქირავებაში გაშვება ასევე პრობლემური გახდა. სურათი მაყურებლებისთვის მიუწვდომელი მანამდე იყო, სანამ ფილმიდან გარკვეული სცენები არ ამოჭრეს. 

კომენტარები