აფრიკა

ტუნისის საპრეზიდენტო არჩევნებში უპარტიო სამართლის პროფესორმა გაიმარჯვა

aljazeera.com

ტუნისში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში აპრაქტიკულად უცნობმა, უპარტიო სამართლის პროფესორმა, კაის საიდმა გაიმარჯვა. 

ტუნისის საარჩევნო კომისიის ცნობით, 14 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაის საიდმა დიდი უპირატესობით მედია მაგნატი, ნაბილ კარუი დაამარცხა. წინასწარი მონაცემებით, საიდმა ხმათა 73% მიიღო. 

არსებული ინფორმაციით, 61 წლის საიდი კონსერვატიული შეხედულებებს იზიარებს. ამავდროულად, ახალი პრეზიდენტი ქვეყანაში ექსპერიმენტული პირდაპირი დემოკრატიის ფორმების დანერგვას შეეცდება.  

ანალიტოკესობი მიიჩნევენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არასისტემური დამოუკიდებელი მოთამაშის გამარჯვება ძველი პოლიტიკური ელიტით მოსახლეობის იმედგაცრუებაზე მეტყველებს. რევოლუციის მიუხედავად, ბოლო წლებში მაინც ვერ მოხერხდა მკვეთრი რეფორმების გატარება და კორუფციის აღმოფხვრა. 

კაისის კონკურენტი მედიამაგნატი ნაბილ კარუი იყო. კარუი ტუნისის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია, იგი ქვეყნის რამდენიმე უმსხვილეს მედია საშუალებას ფლობს. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე კარუი კორუფციისა და ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 

კომენტარები