საგარეო ვაჭრობა

2019 წელს ექსპორტი 11%-ით გაიზარდა

brianchristner.io

საქსტატი იანვარ-სექტმებრის, საგარეო ვაჭრობის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. წინა წელთან შედარებით, წელს საგარეო ვაჭრობის მოცულობა 0,5%-ით გაიზარდა და ჯამურად 9,1 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. 

სულ ამ პერიოდში საქართველოდან 2,7 მილიარდი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია.

რაც შეეხება იმპორტის, სულ წელს საქართველოში 6,4 მილიარდი დოლარის იმპორტი განხორციელდა, რაც 2018 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 3,3%-ით ნაკლებია. 

ამგვარად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი წელს 3,7 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 40%-ია. 

ამგვარი უარყოფითი საგარეო ბალანსი მტკივნეულად აისახება ქვეყნის მოსახლეობაზე. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ლარი 11%-ით გაუფასურდა, ეს მოსახლეობისთვის გაძვირებულ იმპორტს ნიშნავს. 

კომენტარები