ცნობილი ადამიანები

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ბუკინგემის სასახლეში "ცუდად მოიქცნენ"

The Beatles

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ძირითად საცხოვრებელს, ბუკინგემის სასახლეს, წელიწადში 50 000-მდე ადამიანი სტუმრობს, მათ შორის არიან ცნობილი ადამიანებიც.

ცნობილი ადამიანების ნაწილმა სამეფო ოჯახსა და ხალხს ბუკინგემის სასახლეში სტუმრობა მათი "ცუდი საქციელით" დაამახსოვრეს.

ნახეთ ასეთი ცნობილი ადამიანების ჩამონათვალი:

პირს მორგანი

The Good Morning Britain-ის წამყვანს, პირს მორგანს, ცნობილი ადამიანების სახლებიდან წამოღებული ტუალეტის ქაღალდების კოლექცია აქვს.

ერთ-ერთი ადგილი, საიდანაც მან ტუალეტის ქაღალდი წამოიღო და თავის კოლექციას შემატა, სწორედ ბუკინგემის სასახლე იყო.

მისი თქმით, ერთადერთი ადგილი, საიდანაც ქაღალდი არ მოიპარა თეთრი სახლი იყო, რადგან შეეშინდა რომ დააკავებდნენ.

The Beatles

ჯონ ლენონმა ერთხელ თქვა, რომ The Beatles-ის წევრებმა 1965 წელს, ბუკინგემის სასახლის ტუალეტში მარიხუანა მოწიეს.

მოგვიანებით, ამის შესახებ კომენტარი ჯორჯ ჰარისონმაც გააკეთა და თქვა, რომ მარიხუანას მოწევის მიზეზი ნერვიულობა გახდა.

რობი უილიამსი

The Beatles-ის წევრები არ არიან ერთადერთები, რომლებმაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სასახლეში მარიხუანა მოწიეს. იგივე მომღერალმა, რობი უილიამსაც ქნა.

"მე ბუკინგემის სასახლეში მარიხუანა მოვწიე", - უთხრა უილიამსმა Sun-ს 2017 წელს.

რობი უილიამსი ბუკინგემის სასახლეში 2012 წელს იმყოფებოდა.

დენის ვან ოუტენი

ჟურნალისტმა, დენის ვან ოუტენმა, 1998 წელს ბუკინგემის სასახლიდან "შემთხვევით" საფერფლე წამოიღო და ამის გამო მოგვიანებით მოიბოდიშა.

მისი თქმით, მან ეს მხიარულებისთვის გააკეთა. დენის ვან ოუტენმა, მობოდიშების შემდეგ საფერფლე უკან სასახლეში გააგზავნა და თან წერილიც დაწერა.

"ბოდიში მადამ. არ მინდოდა გამებრაზებინეთ".

სტივენ ფრაი

ინგლისელმა კომიკოსმა, მწერალმა და მსახიობმა, სტივენ ფრაიმ, ერთხელ თქვა რომ ბუკინგემის სასახლეში კოკაინი გაიყნოსა.

თავის მემუარებში ის ასევე წერს, რომ კოკაინი სხვა სამეფო სასახლეებსა და BBC-ის შენობაშიც გაუყნოსავს.

კომენტარები