ამაზე მაქვს მარტივი პასუხი: დაუჭამიათ ერთმანეთი "ნაციონალებს", ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენი დღის წესრიგი არის ის, რომ უნდა ვიყოთ ორიენტირებული არჩევნებზე და შედეგზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ უნდა დადოს არჩევნების საფუძველზე. ჩვენი ამოცანა არის არჩევნებში გამარჯვება, შესაბამისად, ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ ავაგებთ ნაციონალური მოძრაობის ერთი თუ მეორე ფრთის განცხადებებზე
tbl.ge/43e6
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში გიგა ბოკერიას განცხადებაზე ენმ-ის რეააქციის შესახებ. ცნობისთვის, 13 ოქტომბერს მთავარი არხის ეთერში გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, თქვა, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მოჰყვეს. ბოკერიას ამ განცხადებას ერთიანი ნაციონალური ლიდერების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" ერთერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი კი მიიჩნევს, რომ ეს გარიგებაა, რომელიც ბოკერიამ ქართულ ოცნებას შესთავაზა.
ამავე თემაზე
- ჯაფარიძე: სამწუხაროდ, დღევანდელ ვითარებაში ყველაფრისთვის უნდა იყო მზად
- მელია: ისტორიის ჩარხი უკვე წაღმაა დატრიალებული და ამას ვეღარავინ ვერასდროს მოატრიალებს
- აბესაძე შეწყალებაზე: მოუწიათ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება, სხვა გზა არ ჰქონდათ
- იონათამიშვილი: ოპოზიციას არც 8 მარტს სურდა შეთანხმება და ეს, ფაქტობრივად, მათი იძულება იყო
- თალაკვაძე რიშს: კაპიტოლიუმზე თუ მიიტანს ჯგუფი ძალადობრივ შეტევას, პოლიტპატიმრები იქნებიან?




