მართლაც არსებობს პრობლემა, რომ თუ ადამიანებს ყველაფერი ეპატიებათ, როდის უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. ამაზე პასუხი მაქვს მარტივი და ამას ვიძახდი გუშინაც - წინასწარ სიების გამოქვეყნება არის ფუნდამენტურად არასწორი. ევროპულ საქართველოს დასაჭერის ხალხის არანაირი წინასწარი სია არ აქვს. მეორე საკითხი არის, რომ პრიორიტეტი უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, ამის გარეშე არ შეიძლება პოლიტიკური ოპონენტების გასამართლება. ამას სჭირდება გარკვეული დრო, ეს არის ჩვენი, ევროპული საქართველოს გზავნილი და არა ის, რომ ყველას ყველაფერი უნდა ეპატიოს.
გიგა ბოკერია
ბოკერია: ევრ. საქართველოს დასაჭერი ხალხის სია არ აქვს, წინასწარ სიის გამოქვეყნება არასწორია
tbl.ge/43dk
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოლიტიკური ოპონენტების გასამართლებაზე ტაბულასთან საუბრისას.
ამავე თემაზე
- ბოკერია: ჩვენი ეროვნული ინტერესი უცვლელია - ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება
- ბოკერია: გათვლა იმაზე, რომ რუსეთის სამიზნე არ გავხდებით, მოღალატეობრივი უპასუხისმგებლობაა
- ბოკერია ოცნებაზე: ღალატის ხარჯზე ძალაუფლების შენარჩუნების გარდა იდეოლოგია არ აღელვებთ
- ბოკერია ჟიჟილაშვილზე: ვინც ასეთ რამეს იკადრებს, უკარებელი ჟურნალისტი უნდა იყოს
- პოპულიზმით დასჯილნი ივანიშვილის პროპაგანდის სამსახურში – გიგა ბოკერიას თვალსაზრისი




