ცივი იარაღით დაჭრა

შსს: თელავში 2 პირის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ

flickr.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თელავში ორი პირის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 1998 წელს დაბადებული დ.მ.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ღამით, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა ორ პირს: 1997 წელს დაბადებულ გ.ა.-ს და 1988 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს. ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა დ.მ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თელავში დააკავეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები