ცივი იარაღით დაჭრა

თბილისში 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე დღის საათებში 30 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

ინფორმაციას ტაბულას შსს-ში უდასტურებენ. 

შსს-ს ცნობით, მამაკაცი ხელის არეშია დაჭრილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა მეზობელმა მამაკაცმა მიაყენა მას შემდეგ, რაც სიტყვიერი შელაპარაკება მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

კომენტარები