უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

თადუმაძე გოცირიძეს: ღვთის ნებას რატომ ეწინააღმდეგებით?

გენერალურ პროკურორ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ ჰკითხა - "დანიშნავდა თუ არა იუსტიციის მინისტრად თემიდას ზევსი, რომ არ ყოფილიყო მისი ცოლი" და დაამატა, რომ 100%-იანი ალბათობით თადუმაძე გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - "ღმერთი მეუბნება", - თქვა გოცირიძემ.

"ღვთის ნებას რატომ ეწინააღმდეგებით ბატონო რომან?", - ასე უპასუხა დეპუტატის კითხვებს გენერალურმა პროკურორმა თადუმაძემ.

რომან გოცირიძე: სამართლიანობის ქალღმერთი ვინ არის?

შალვა თადუმაძე: ვიკიპედია არ მაქვს ახლა, თქვენ მანდედან ამოიკითხეთ ეგ კითხვა ახლა.

რომან გოცირიძე: რატომ იყო სამართლიანობის ღმერთი ქალი?

შალვა თადუმაძე: არ ვიცი, ალბათ, იმ ადამიანებს უნდა ვკითხოთ, ვინც ის აღაიარა ღმერთად.

რომან გოცირიძე: რა ერქვა გამარჯვების ქალღმერთს?

შალვა თადუმაძე: მითოლოგიაში არ ვარ ძლიერი, არ არის ჩემი ძლიერი მხარე.

რომან გოცირიძე: გამარჯვების ქალღმერთს ერქვა ნიკე. თემიდა და ნიკე იყვნენ თუ არა დები - კარგი, სასაციულოდ მიგაჩნიათ. რომელი ღმერთის ცოლი იყო თემიდა?

გასაგებია, არ პასუხობთ. თემიდა იყო ყველაზე დიდი ღმერთის, ზევსის ცოლი, და იგი ზევსის ცოლი რომ არ ყოფილიყო, ზევსი დანიშნავდა იუსტიციის მინისტრად?

თქვენ რომ ქართუ ბანკის იურისტი არ ყოფილიყავით, თქვენ რომ ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული არ ყოფილიყავით, გახდებოდით გენერალური პროკურორი ან უზენაესი სასამართლოს წევრი? ღმერთი მეუბნება, რომ 100%-იანი ალბათობით თქვენ გახდებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ახლა გადმომძახა ზევსმა ზემოდა.

შალვა თადუმაძე: ღვთის ნებას რატომ ეწინააღმდეგებით ბატონო რომან?

კომენტარები