ელტონ ჯონი

ელტონ ჯონის თქმით, პროსტატის კიბოს ოპერაციის შემდეგ სიკვდილს 24 საათი აშორებდა

GETTY

ელტონ ჯონის თქმით, პროსტატის კიბოს ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ სიკვდილს 24 საათი აშორებდა.

72 წლის მომღერალს, პროსტატის კიბოს დიაგნოზი 2017 წელს დაუსვეს და მან ქიმიოთერაპიების გაკეთების ნაცვლად არჩია, რომ ოპერაცია გაეკეთებინა.

ამის შესახებ, ელტონი ჯონი თავის მემუარებში Me-ში წერს. მისი თქმით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ოპერაციიდან 10 დღის შემდეგ მიხვდა რომ რაღაც რიგზე არ იყო.

"მივხვდი, რომ ოპერაციის შედეგად იშვიათი გართულებები დამეწყო", - წერს ელტონ ჯონი.

ამის შემდეგ, მან ლონდონის საავადმყოფოში 11 დღე გაატარა და ფიქრობდა, რომ მოკვდებოდა.

"საავადმყოფოში მარტო ყოფნის დროს ვლოცულობდი: გთხოვ, არ მოვკვდე, გთხოვ მომეცი საშუალება კიდევ ვნახო ჩემი შვილები, გთხოვ მომეცი კიდევ ცოტა დრო", - წერს ელტონ ჯონი.

სწორედ ამის გამო გადადო ელტონ ჯონმა 2017 წელს თავისი ტურნე და გადაწყვიტა დრო თავის ქმართან და ორ შვილთან, ზაქარისთან და ელაიჯასთან ერთად გაეტარებინა.

"თითქოს, ამ ყველაფერმა განსხვავებული ცხოვრება მაჩვენა. ცხოვრება, რომელიც ჩემს საქმეზე მეტად მიყვარდა. მუსიკა ყველაზე საოცარი რამ არის, მაგრამ ნამდივლად არ ჟღერს ისე კარგად, როგორც ზაქარის საუბარი ფეხბურთის პრაქტიკების შესახებ", - წერს ელტონ ჯონი.

კომენტარები