NATO-საქართველო

კაპანაძე: პარტნიორებთან ჩვენი მთავარი გზავნილია, დაჩქარდეს NATO-სთან საქართველოს ინტეგრაცია

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შეხვედრები ტარდება საქართველოში. ჩვენი მთავარი გზავნილი ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან იქნება, რომ საქართველოს ნატოსთან ინტეგრაცია უნდა დაჩქარდეს და გადავიდეს ახალ ეტაპზე და რომ ნატო უნდა იყოს უფრო აქტიური პარტნიორი ჩვენთვის, სხვადასხვა თვალსაზრისით, როგორც უსაფრთხოების კუთხით, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, ისე დემოკრატიის მხარდაჭერის კუთხით. განსაკუთრებით ახლა, როცა მოდის ძალიან მძიმე საარჩევნო წელი.

 

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს ესწრება. ევროპული საქართველოს წევრები დღეს დელეგაციის წევრებს შეხვდებიან.

კომენტარები