აშშ - საქართველო

აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით სასაზღვრო სექტორ ხრიანის მესაზღვრეებს ახალი შენობა აქვთ

აშშ-ის საელჩო საქართველოში / Facebook

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ Facebook გვერდზე დაწერეს, რომ ამერიკის მთავრობის დაფინანსებით სასაზღვრო სექტორ ხრიანის მესაზღვრეებს ახალი შენობა მოემსახურება.

"მესაზღვრეებს, ხშირად, ყველაზე რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათი საცხოვრებელი და სამუშაო ინფრასტრუქტურა იყოს თანამედროვე და კომფორტული. ამერიკის მთავრობის დაფინანსებით დღეიდან სასაზღვრო სექტორ ხრიანის მესაზღვრეებს სრულიად ახალი და მათ საჭიროებებზე მორგებული შენობა მოემსახურება. აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით საქართველოში უკვე ცხრა ახალი სასაზღვრო სექტორი გაიხსნა და კიდევ ბევრ საქმეს გავაკეთებთ ერთად," - ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის სიახლოვეს, სოფელ კოკში გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.

ასევე ამერიკის მთავრობამ თბილისში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის დასაარსებლად 700 000 დოლარი, ხოლო საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად 500 000 ათასი დოლარი გამოყო.

კომენტარები