პენიტენციური დაწესებულება

ქუთაისის ციხის უფროსი, სადაც გუშინ პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს, გაათავისუფლეს

ტვ. პირველი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, ქუთაისის მე-2 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი დღეს, 2 ოქტომბერს თანამდებობიდან გათავისუფლდა. საუბარია პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ მომხდარ ფაქტზე, გიორგი წურწუმი საკანში გარცავლილი იპოპოვეს, ის ძმის მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული. 

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმდებები ადგილზე გუშინ საღამოსვე დაიწყო და საქმეზე ძირითადი მტკიცებულებები უკვე შეგროვებულია. 

"უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც მე იმედი მაქვს რამდენიმე დღეში იქნება. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ შესაძლებელი იყო თუ არა ამ თვითმკვლელობის თავიდან აცილება და ხომ არ იკვეთება ამ დაწესებულების რომელი თანამშრომლის სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობა," - ამბობს მინისტრი.

გიორგი წურწუმია ძმის, რობერტ წურწუმიას მკვლელობის ბრალდებით 28 სექტემბერს სოფელ ჯუმაში დააკავეს. გუშინ, პირველ ოქტომბერს კი, ქუთაისის მე-2 პენიტენციური დაწესებულების საკანში გარდაცვლილი იპოვეს. 

კომენტარები