ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ჩინეთი

ჩინეთში კომუნისტური პარტიის მმართველობის დამყარებიდან 70 წელი აღლუმით აღნიშნეს [ფოტოები]

სამშაბათი, 1 ოქტომბერი, 2019 - 11:17
tbl.ge/423o
დაკოპირდა
სი ძინპინიGetty Images
Getty Images
Reuters
Getty Images
Reuters
Reuters
Reuters
Reuters
სი ძინპინიReuters
სი ძინპინიReuters

ჩინეთში კომუნისტური რეჟიმის დამყარებიდან 70 წლისთავი აღნიშნეს. დედაქალაქში სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელზეც ქვეყნის ლიდერი სი ძინპინი სიტყვით გამოვიდა. მან ჩინეთის მშვიდობიან განვითარებაზე ისაუბრა.

"ვერანაირი ძალა ვერ შეარყევს ჩინეთის სტატუსს და შეაჩერებს ჩინელი ხალხის და ქვეყნის წინსვლას." თქვა მან.

მისივე თქმით ჩინეთმა უნდა შეინარჩუნოს კეთილდღეობა და სტაბილურობა ჰონგ-კონგსა და მაკაოში, ხელი შეუწყოს ურთიერთობების მშვიდობიან განვითარებას თვითმმართველ ტაივანთან და ამასთანავე იბრძოლოს სრული გაერთიანებისათვის.

აღლუმზე წარმოდგენილი იყო სამხედრო ტექნიკაც. წარმოდგენილი იყო ტანკები, დრონები და რაკეტები, მათ შორის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა DF-41, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანაც შეუძლია.

აღლუმზე დასწრება თავისუფალი არ ყოფილა და მხოლოდ სპეციალურად შერჩეული ადამიანები დაიშვებოდნენ. დედაქალაქში გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები.

პარალელურად საპროტესტო აქციები გრძელდებოდა ჰონგ-კონგში. წლისთავს ქალაქში დამსხვრეული ვიტრინებით და ბარიკადებით შეხვდნენ. გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები.

ჰონგ-კონგის ლიდერი კერი ლამი პეკინში იმყოფებოდა.



ფოტო: Reuters

გარდა ამისა, ჩინეთის დიქტატურა დაგმო ტაივანმა. ტაივანის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთი სამხედრო ექსპანსიისათვის მიზეზს ეძებს და საფრთხეს წარმოადგენს. ისინი აღლუმზე სი ძინპინის გამოსვლას გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ტაივანი არასოდეს დათანხმდება "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" მოდელს.

"ჩინეთის კომუნისტური პარტია აგრძელებს ერთპარტიულ დიქტატურას 70 წელია. მმართველობის ეს იდეა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს, თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს, ჩინეთის განვითარებას კი რისკის ქვეშ აყენებს. გაერთიანების შესახებ ყვირილი მხოლოდ სამხედრო ექსპანსიისათვის მოგონილი მიზეზია და რეგიონულ მშვიდობას, დემოკრატიას და ცივილიზაციას საფრთხეს უქმნის." ნათქვამია განცხადებაში.

უსაფრთხოების ძალებთან მცირე დაპირისპირებები მოხდა ტიბეტში და სინძიანის პროვინციაში, სადაც ჩინეთი უიღურ მუსლიმებს მასობრივად აკავებს და გამოსასწორებელ ბანაკებში გზავნის.

ჩინეთიჰონგ-კონგიტაივანიკომუნიზმიპეკინიჩინეთის კომუნისტური პარტიასამხედრო აღლუმისი ძინფინგი

ამავე თემაზე

  • შაბათი, 27 ივნისი, 2026 - 17:42პეკინის ყველაზე მაღალ შენობას პატარა თვითმფრინავი შეეჯახა
  • პარასკევი, 8 მაისი, 2026 - 14:48ჩინეთმა თავდაცვის ორ ყოფილ მინისტრს სიკვდილით დასჯა აღსრულების გადავადებით მიუსაჯა
  • ორშაბათი, 26 იანვარი, 2026 - 03:10WSJ: ჩინელ გენერალს აშშ-სთვის ბირთვულ პროგრამაზე საიდუმლოებების გამხელაში ადანაშაულებენ
  • კვირა, 25 იანვარი, 2026 - 14:05სამხედრო კომისიაში ჩატარებული წმენდის შემდეგ, სი არმიის ერთპიროვნული მმართველი გახდა
  • ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025 - 16:33სი ძინფინგმა ტაივანისა და პეკინის ზედამხედველი სამხედრო მეთაურები შეცვალა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

'ეს დარჩება ორი მეგობარი ერის მეხსიერებაში' – ირანის რეჟიმის მადლობა ყაველაშვილს
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 00:55

'ეს დარჩება ორი მეგობარი ერის მეხსიერებაში' – ირანის რეჟიმის მადლობა ყაველაშვილს

პესკოვი: აშშ განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ვარდისფერ სათვალეებს არ ვატარებთ
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 22:52

პესკოვი: აშშ განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ვარდისფერ სათვალეებს არ ვატარებთ

დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 20:23

დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა

საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ტენდერი გამოცხადდა
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 20:14

საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ტენდერი გამოცხადდა

საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს - ვოლსკი
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 19:03

საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს - ვოლსკი

ყველაზე კითხვადი

ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
1ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
2ჰიპერი: ისტორიის გადაწერის მცდელობაა, თითქოს ევროკავშირი ბელარუსს ომში ითრევს
32015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს
4როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
5CENTCOM: ირანის წინააღმდეგ, ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების საპასუხოდ, იერიშების სერია დავიწყეთ

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში