სახელმწიფო ბიუჯეტი

მომავალ წელს მთავრობა ჯამურად 2,7 მილიარდი ლარის ახალ ვალს აიღებს

მომავალ წელს მთავრობა დაახლოებით 2,7 მილიარდი ახალი ვალის აღებას გეგმავს. ამის შესახებ 2020 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში წერია. 

ახალი სახელმწიფო ვალიდან, 900 მილიონი ლარი შიდა ვალი იქნება, ხოლო 1,8 მილიარდი ლარი საგარეო საგარეო ვალდებულების ზრდით განისაზღვრება.

სულ 2020 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთლიანი სახელმწიფო ვალი 22 მილიარდის ნიშნულზეა განსაზღვრული, საიდანაც 17,7 მილიარდი საგარეო, ხოლო 4,9 მილიარდი საშინაო ვალდებულებები იქნება. 

როგორც ბიუჯეტის პროექტში წერია აღნიშნული მაჩვენებლები არ აჭარბებს ეკონომიკური თავისუფლების აქტით, (Liberty Act-ით) დადგენილ შეზღუდვებს. დოკუმენტის მიხედვით ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში 45% იქნება, ხოლო დადგენილი ლიმიტი 60%-ია

კომენტარები