ბიუჯეტი 2020

გახარია: გაისად სკოლის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით, ბაღის - საშუალოდ 100-ით

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა, რომ მომდევნო წლიდან გაიზრდება სკოლისა და საბავშვო ბაღის მასწავლებლების ხელფასები:

"სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით.

2020 წლის სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით." - ამბობს გახარია.

პრემიერმინისტრი აცხადებს იმასაც, რომ გაისად გაიზრდება პენსიებიც. კერძოდ, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს 20 ლარით მოემატებათ პენსია, 70 წელს ზემოთ კი 50 ლარით.

მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტის ამოცანა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სოციალური პასუხისმგებლობის დაცვა და ბიუროკრატიული ხარჯების, როგორც მინიმუმ, უცვლელად დატოვება იქნება.

 

კომენტარები