რუსეთი

მოსკოვის მერის Instagram-ის ნახევარზე მეტი გამომწერი ბოტია

Instagram

მოსკოვის მერის Instagram-ის ნახევარზე მეტი გამომწერი ბოტია.

მიმდინარე პოლიტიკის ცენტრის ანგარიშის ინფორმაციით, Instagram-ზე ნებისმიერი რუსი რეგიონალური მმართველის გამომწერთა, საშუალოდ, 30% ბოტია.

გამომწერთა რიცხვში ყველაზე მეტი ბოტი ტუვას მმართველს შოლბან კარაოლს (63%), მოსკოვის მერს (53%) და ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერს ალანიი ვიაჩესლავ ბიტაროვს (50%) ჰყავს. 

აღსანიშნავია, რომ მოსკოვის მერის ანგარიშს Instagram-ზე, ამჟამად, 683 000 პირი ან ბოტი იწერს, რაც რუსეთში რეგიონალურ მმართველებს შორის ყველაზე მაღალი რიცხვია. 

გამომწერებში ყველაზე ცოტა ბოტი ჩუკოტკას გუბერნატორს რომან კოპინს ჰყავს. 

გამომწერებში ბოტების რაოდენობის ამოსაცნობად ცენტრმა IG Audit გამოიყენეს, რისი ცდომილებაც 8% არის. ამას გარდა, შედეგების გადასამოწმებლად ცენტრმა თავისი დამოუკიდებელი ანალიზიც ჩაატარა. 

 

კომენტარები