შინაური ცხოველები

28 სექტემბერს თბილისში შინაურ ცხოველებს ცოფზე უფასოდ აცრიან

arynews.tv

ხვალ, 28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, 10 მისამართზე ჩაატარებს.

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

უწყება უთითებს კონკრეტულ მისამართებსაც, სადაც ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ცხოველებს ანტირაბიული აცრა უფასოდ ჩაუტარონ.

სააგენტოს ავტომობილი მისამართებზე შემდეგი განრიგის მიხედვით მივა:

  • ვარკეთილი, მედიათეკის სკვერი, ჯავახეთის ქუჩისა და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების კვეთა - 8:30-10:00 სთ.
  • ავლაბარი, ლეხ კაჩინსკის სახელობის სკვერი (ლეხ კაჩინსკის ქუჩა N11-ის მიმდებარედ) – 10:30-12:00 სთ.
  • ორთაჭალა, კრწანისის ქუჩა N7, კრწანისის სკვერი - 12:30 -14:00 სთ.
  • ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი N267-ის მიმდებარე სკვერი (პლიციასთან) – 15:00-16:30 სთ.
  • მეტროსადგურ ღრმაღელესა და სანზონის N1 კორპუსს შორის მდებარე სკვერი - 17:30-19:00 სთ.
  • ია კარგარეთელის ქუჩა N133/11, ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღის შესასვლელთან - 8:30-10:00 სთ.
  • მ. კოსტავას 37, ვერის ბაღის შესასვლელთან - 10:30-12:00 სთ.
  • ბუკიას ბაღი - 12:30-14:00 სთ.
  • ა. ბელიაშვილის ქუჩა N1, ბრატისლავას სახელობის სკვერი- 15:00-16:30 სთ.
  • გლდანი, მე-6 მიკრორაიონი, მე-7 და მე-20 კორპუსებს შორის მდებარე პარკი. (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან) - 17:30-19:00 სთ.

გარდა ამისა, უფასო ვაქცინაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტოც. უწყებაში ამბობენ, რომ 28 სექტემბერს შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაცია მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზეა დაგეგმილი.

რაც შეეხება თბილისს, სააგენტო დედაქალაქში ვაქცინაციას ვაკის პარკის ტერიტორიაზე 12:00 საათიდან დაიწყებს.

განახლება: სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი ცოფის უფასო ვაქცინაცია ვაკის პარკში, უამინდობის გამო, გადაიდო.

კომენტარები