ეკონომიკური ზრდა

მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდა 4.5% იყო

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 4.5%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ზრდა ყველაზე დიდი ტრანსპორტის (17.9%), უძრავი ქონებით ოპერაციებისა (16.9%) და სასტუმროებისა და რესტორნების (14.1%) დარგებში იყო.

განათლების, სამთომოპოვებითი მრეწველობისა და მშენებლობის დარგები კი შემცირდა, შესაბამისად, 7.9%, 7.7% და 4.6%-ით.

მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე მსხვილი დარგი ვაჭრობა იყო, რომელიც მშპ-ს 16.8%-ს შეადგენდა მეორე კვარტალში. ამას მოსდევს მრეწველობა 16.4%-ით და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 10.9%-ით.

პირველ კვარტალში მშპ-ს ზრდა 4.9%-ს შეადგენდა.

აღნიშნული მონაცემები წინასწარია, საქსტატი დაზუსტებულ მონაცემებს 2019 წლის 15 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 24 ივლისს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5%-ით შეამცირა 4.5%-მდე. მაისში გამოქვეყნებულ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში ეროვნული ბანკი ვარაუდობდა, რომ წელს ზრდა 5%-იანი იქნებოდა. როგორ ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილების მიზეზი ტურისტული შემოსავლების კლების მოლოდინი გახდა.

კომენტარები