მსოფლიოს ცნობილი ბრენდების ლოგოები რთულად შესამჩნევი დეტალებით
CNN
tbl.ge/40pd
დაკოპირდა
მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდების ლოგოები, რომლებიც რთულად შესამჩნევ დეტალებს შეიცავენ, რაც მათ უფრო ღრმა შინაარსის მატარებლებს ხდის.
ფოტო: CNNAmazon.com - ამერიკული კომპანია და ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტმაღაზიაა, მისი ამჟამინდელი ლოგო 2000 წელს წარადგინეს, მრუდს მოიაზრებენ ღიმილის სიმბოლოდ. ისარი, რომელიც იწყება A-დან და სრულდება Z-ზე, აღნიშნავს იმას, რომ ამაზონი მის კლიენტებს ყველაფერს სთავაზობს ანბანის ყველა ასოზე. ყველაფერს, ინგლისური ანბანის პირველი ასოდან დაწყებული, ბოლო ასოთი დამთავრებული.
ფოტო: CNNტობლერონი შვეიცარული შოკოლადია, კომპანიის სახელი წარმოიშვა მისი დამაარსებლის, კონდიტერ თეოდორ ტობლერისა და იტალიური სიტყვა torrone-ს (რაც ნუგის ერთ-ერთი სახეობა) შეერთებისგან. ლოგოზე ცნობილი მატერჰორნის მთაა გამოსახული, რომელიც ქალაქ ბერნთან ახლოს მდებარეობს. თუმცა, თუ მთას ყურადღებით დავაკვირდებით, ქალაქ ბერნის სიმბოლოს, დათვს დაინახავთ.
ფოტო: CNNელჯი მსოფლიოში ცნობილი სამხრეთ კორეული ტექნიკის კომპანიაა, თავდაპირველად ინიციალები LG აღნიშნავდა "Lucky Goldstar"-ს (იღბლიანი-გოლდსტარი), ახლა კი "Life's Good"-ს (ცხოვრება კარგია) აღნიშნავს. თუ კარგად დააკვირდებით, ლოგო თვალის ჩაკვრის იმიტაციასაც ქმნის. აგრეთვე, თუ ინიციალი L ცოტა მარჯვნივ და ზევით აიწევა, ლოგო Pac-Man-ს - იაპონურ ვიდეო თამაშს დაემსგავსება.
ფოტო: CNNკარფური ფრანგული ტრანსნაციონალური საცალო ვაჭრობის ქსელია, ფრანგულად სიტყვა კარფური ნიშნავს გზაჯვარედინს. შესაბამისად, ორი საპირისპირო მიმართულების ისარი ამ სიტყვიდან მომდინარეობს. აგრეთვე, შუაში მოქცეულია ბრენდის სახელის პირველი ასო "C".
ფოტო: CNNBayerische Motoren Werke გერმანული კომპანიაა, რომელიც ავტომობილებს, მოტოციკლებსა და ძრავებს აწარმოებს. BMW-ს ლოგო ავიაციასთაა კავშირში და თვითმფრინავის მბრუნავ პროპელერს ასახავს. მეორე მსოფლიო ომის დროს BMW საჰაერო საბრძოლო თვითმფრინავებს ამზადებდა. აგრეთვე, გავრცელებულია ვერსია, რომ ლოგო ბავარიის დროშის ფერებს ასახავს, ვინაიდან ბავარიაა ის ადგილი, საიდანაც ბრენდი წარმოიშვა.
ფოტო: CNNსტარბაქსი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ყავის გაყიდვითაა დაკავებული. ლოგოს უახლესი ვერსია, რომელიც 2011 წელს წარადგინეს, ოდნავ ასიმეტრიულია. თუ ყურადღებით დავაკვირდებით, მარჯვენა მხარეს ცხვირის მონახაზი უფრო ღრმაა, ვიდრე მარცხენა მხარეს. დიზაინერებმა ოდნავ ასიმეტრიული სახით ქალთევზას უფრო მეტი ადამიანურობა მიანიჭეს.
ფოტო: CNNამერიკული კომპანია FedEx-ის ლოგოს თუ დაუკვირდებით, კერძოდ კი - ბოლო ორ ასოს, მარჯვნივ მიმართულ ისარს შენიშნავთ, რომელიც მუდმივ წინსვლას, სიჩქარესა და სიზუსტეს ნიშნავს.