The Beatles

პოლ მაკარტნიმ და რინგო სტარმა ჯონ ლენონის მიერ დაწერილი სიმღერა ახლიდან ჩაწერეს

რინგო სტარი და პოლ მაკარტნი
NME.com

Beatles-ის ყოფილმა და ცოცხალმა წევრებმა, სერ პოლ მაკარტნიმ და რინგო სტარმა სიმღერა Grow Old With Me ჩაწერეს, რომელიც ჯონ ლენონმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა.

ჯონ ლენონმა თავის ცოლთან, იოკო ონოსთან კოლაბორაციით სიმღერა Grow Old With Me 1980 წელს, ალბომისთვის Double Fantasy ჩაწერა. თუმცა, ამავე წელს ჯონ ლენონი თავის სახლთან მოკლეს და სიმღერაც მისი სიკვდილის შემდგომ გამოსულ ალბომში Milk And Honey-ში შევიდა.

სიკდილამდე ლენონმა სიმღერის დემო ვერსიის ჩაწერა მოასწრო.

79 წლის რინგო სტარის თქმით, მას არასდროს ჰქონდა მოსმენილი ჯონ ლენონის მიერ შესრულებული ეს სიმღერა.

"მე მიყვარდა ეს სიმღერა. ვიმღერე საუკეთესოდ, როგორც შემეძლო. კარგად გამომდის, როდესაც ასე ღრმად ვფიქრობ ჯონზე. ჩვენ ჩვენი საუკეთესო ვქენით", - თქვა რინგო სტარმა.

სიმღერის ახალ ჩანაწერში ჯორჯ ჰარისონის ხაზიც არის, რომელიც პროდიუსერმა ჰარისონის მიერ შესრულებული Here Comes The Sun-დან ამოიღო.

"სიმღერაში ჯონი თავის გზაზეა, მე ჩემსაზე და პოლი თავისაზე. ეს არის ის, რაც მინდოდა. თუ კარგად მოუსმენთ, იქ არის ერთი ხაზი ჰარისონის Here Comes The Sun-დან. ასე რომ, აქ ოთხივე ვართ", - თქვა რინგო სტარმა.

კომენტარები