საპარლამენტო უმრავლესობას პირდაპირი დავალება აქვს ივანიშვილისგან, რომ არავითარი, ოდნავი დისკომფორტიც არ უნდა შეუქმნან რუსეთს. რომ სანქციების ხსენება რუსეთის წინააღმდეგ ქართულ ოცნებაში ტაბუდადებულია და კბილებით იცავენ ამ დავალებას. როდესაც ვეკითხებით, რომ უკრაინის კონფლიქტი შეაჩერა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა, ჩამოეშალათ ეკონომიკა, 4 წელია ეკონომიკური ზრდა არ აქვთ. იხვეწება რუსეთი, რომ უკრაინასთან დაკავშირებით საერთაშორისო სანქციები მოუხსნან. თუ შემაკავებელ ფაქტორად, უკრაინის კონტექსტში სანქციები მუშაობს, რატომ არ შეიძლება საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით დაუწესდეს იგივე სანქციები რუსეთს. ანუ იქ სადაც მოიხსენიებენ უკრაინას, იქ იყოს ასახული საქართველოც. ისინი ამბობენ არა, ჩვენ არ გვინდა რუსეთი რომ გავაღიზიანოთ. ამ არგაღიზიანების პოლიტიკით, აგერ სანამდე მოვიდა საზღვარი და პასუხი აგონ ამ ადამიანებმა იმ მოსახლეობის წინაშე, რომლებთანაც 2 თვის განმავლობაში, მავთულხლართები მოდის წინ და წინ. რუსეთის ოკუპაცია მოდის ყველა მიმართულებით.
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
გოცირიძე: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ხსენება ქართულ ოცნებაში ტაბუდადებულია
tbl.ge/40k0
დაკოპირდა

ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ევროპული საქართველოს დადგენილების პროექტს რუსეთის მიმართ სანქციებზე მხარი არ დაუჭირა.
ამავე თემაზე
- შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაამტკიცა
- ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტით, რუსულ გაზზე შეზღუდვები პირველად დაწესდება
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთთან დაკავშირებულ 46 ფიზიკურ პირსა და კომპანიას სანქციები დაუწესა
- მაკფოლი: გვაქვს მტკიცებულება, რომ საქართველოში რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან
- პაპუაშვილი: საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს




