სალომე ზურაბიშვილი

პრესსამსახური: პრეზიდენტი თიანეთში ქალი პოეტების კონკურსს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტში პოეტ ტარიელ ხარხელაურს ეწვია და ქართველ ქალ პოეტთა კონკურსს, ხვარამზეობას, დაესწრო.  

ხვარამზეობა თიანეთსი სახალხო დღესასწაული და ქალთა ლიტერატუტული კონკურსია. ის 2010 წლიდან ტარდება და მეთვრამეტე საუკუნის ფშაველი მელექსე ქალის, სამუკათ ხვარამზის სახელს ატარებს.  

მანამდე, სალომე ზურაბიშვილი სოფელ ჯიღაურას ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და საბადურების ტყე დაათვალიერა. ასევე, პრეზიდენტი დოჭურიშვილების ოჯახურ საწარმოს ეწვია და დამბალხაჭოს მომზადების პროცესს გაეცნო.

კომენტარები