აშშ - საქართველო

სენატორი ჯონსონი: ქართველი ხალხი დასავლურ ინტეგრაციას ემხრობა, მათ მხარი უნდა დავუჭიროთ

ფაქტი ისაა, რომ რუსეთმა აგრესია და [სხვა ქვეყანაში] შეჭრა, საქართველოს ორი ტერიტორიით დაიწყო და ისინი აგრძელებენ წინ "ცოცვას". საქართველომ გრძელი გზა გაიარა მმართველობის კუთხით და მოსახლეობაც აბსოლუტურად თავდადებული და ერთგულია დასავლეთში ინტეგრაციის [იდეისა]. ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ, ყურადღება მივაქციოთ და ყველაზე მეტი, რაც შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ, ისაა, რომ აღვნიშნოთ, მეტად ვახსენოთ, და ახლოს დავაკვირდეთ, ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რა ხდება.

12 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვას, თუ რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა "მცოცავი ოკუპაციისა" და განახლებული საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შესაჩერებლად, უპასუხა. ჯონსონი კრემლის აქტიური კრიტიკოსია.

კომენტარები