ჩვენ ვითანამშრომლებთ იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც წამოვლენ უფრო მეტ თავისუფლებაზე. ვინ უფრო მეტ პრივატიზაციას დაუჭერს მხარს, ვინც უფრო მეტი გადასახადებს გაუქმებად დაუჭერს მხარს და ასე შემდეგ. ვინც უფრო მეტ თავისუფლებას დაუჭერს მხარს, იმასთან ვითანამშრომლებთ, ვინ უფრო ნაკლებს, იმასთან ნაკლებად ვითანამშრომლებთ. გამოვიდეს დათო ბაქრაძე და თქვას, რომ დაუჭერს მხარს კონკორდატის გაუქმებას და ვითანამშრომლებთ დათო ბაქრაძესთან. კახა კალაძე თუ გამოვა და იტყვის, რომ კონკორდატის გაუქმებას დაუჭერს მხარს, მაშინ მასთან ვითანამშრომლებთ მაგ საკითხში. ნებისმიერთან შეიძლება შევკრათ კოალიცია, ვინც მეტ თავისუფლებაზე წამოვა... წინასწარ ვერ ვიტყვით, არავისზე ჯვარი არ გვაქვს დაწერილი, ახლა რასაც ვუყურებ ოცნება ასტრალშია გასული და არანაირი თანამშრომლობაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ 2020-მდე კაცმა არ იცის კიდევ რამდენი პარტია გაჩნდება, ვინ რას მოითხოვს, ვინ რას გააკეთებს, არავინ არ იცის. არანაირი სურვილი არ გვაქვს დავიგინოთ, რომ ამასთან არ ვითანამშრომლებთ და იმასთან არ ვითანამშრომლებთ.
კოალიციური მთავრობა
ჯაფარიძე: არანაირი სურვილი არ გვაქვს დავიგინოთ, რომ ამასთან ვითანამშრომლებთ და იმასთან არა
tbl.ge/409k
დაკოპირდა

პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების ინიციატივას ტაბულასთან საუბარში ეხმაურება. პარტიები მოუწოდებენ ყველა პროდასავლურ ძალას, რომ არჩევნებამდე ღიად დააფიქსირონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ.
ამავე თემაზე
- IRI: მოსახლეობის 73% კოალიციურ მთავრობას ემხრობა
- კალაძე: ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, 2020-ის შემდეგ კოალიციის გარეშე შევძლოთ ქვეყნის მართვა
- თალაკვაძე: თუ 2020 წელს უმრავლესობით ვერ მოვალთ, მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა
- კახიძე: ახლადგანქოცებული ჩარკვიანი რომ ივანიშვილთან თანამშრომლობას გვაბრალებს, სასაცილოა
- გოცირიძე ჩარკვიანზე: "ძალა ერთობაშია" ბევრი პარტიაა, ყველას განცხადებაზე პასუხს ვერ ვაგებთ