კოალიციური მთავრობა

IRI: მოსახლეობის 73% კოალიციურ მთავრობას ემხრობა

ReformAustin.org

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 73% კოალიციურ მთავრობას ემხრობა. 

კერძოდ, კითხვაზე "ეთანხმებით, თუ არა მოცემულ დებულებას - საქართველოს დემოკრატიისთვის ჯანსაღია თუ არა რამდენიმე პარტიისგან შემდგარი მთავრობის ყოლა?", 34% პასუხობს, რომ "სრულად ეთანხმება", 39% პასუხობს, რომ "ნაწილობრივ ეთანხმება".

ამ დებულებას 13% ნაწილობრივ ეწინააღმდეგება, ხოლო 6% კი - სრულად. პასუხი არ აქვს/არ სურს 9%-ს. 

იმავე კითხვაზე 2019 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის დროს კოალიციურ მთავრობას 68% ეთანხმებოდა - მათი რიცხვი 5%-ით გაიზარდა. 

ახალ კორონავირუსთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. ინტერვიუები ჩატარდა შემთხვევითობის პრინციპით, პირისპირ, სახლში მისვლით. კვლევა მოიცავს 1 500 რესპონდენტის პასუხს, რომელთა ასაკიც 18 წლიდან იწყება. კვლევის ცდომილება 2.5%-ია. კვლევა USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარები