ევროპული საქართველო გამოვიდა ინიციატივით, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა წინასწარ განაცხადონ ივანიშვილთან კოალიციის მიუღებლობის თაობაზე.
ენმ-ს ირგვლივ არსებული კოალიციის ერთერთმა სპიკერმა და სახემ, თაკო ჩარკვიანმა ჩვენი ინიციატივა მონათლა თაღლითობად და ივანიშვილთან თანამშრომლობაში დაგვადანაშაულა.
ეს ახლად განქოცებული ქალბატონი რომ ივანიშვილთან თანამშრომლობას გვაბრალებს, სასაცილოა პირდაპირ. 2012-ში ხომ ქოცობდა და 2016-17 წლებშიც ელოდა სარგებელს ბიძინასგან. მერე დაიწყო ოპოზიციონერობა და რომის პაპზე დიდი კათოლიკე გახდა.
მაგრამ სამწუხაროდ მისი ბრალდებები ასავალ-დასავალის სტილში მხოლოდ ქოცური ბექგრაუნდით არ აიხსნება. აღნიშნული ნაცმოძრაობის ცილისმწამებლური კამპანიის გამოძახილია, სწორედ ისინი გვეძახდნენ გარიგებულებს და მოსყიდულებს, როგორც ჩანს, ახლა ჩარკვიანს აქვს ეს როლი მორგებული.
საზოგადოება ყველაფერს ხედავს და აფასებს, ეს არის მთავარი.