ცნობილი ადამიანები

კაილი ჯენერი: ტრევის სკოტს მარიხუანას სუნი აქვს

კაილი ჯენერმა თავის შვილთან სტორმისთან ერთად, ელენ დეჯენერისის შოუს ერთ-ერთ რუბრიკაში "Burning Questions"-ში მიიღო მონაწილეობა და რამდენიმე კითხვას უპასუხა.

კითხვაზე რა არის ყველაზე უცნაური შიში, რაც მას აქვს, კაილი ჯენერმა თქვა რომ ეს მტვრიანი ჭიქაა.

"ჩემი ყველაზე უცნაური შიში არის მტვრიანი ჭიქა. არ ვიცი ასე რატომ არის. მტვრიანი ჭიქის დანახვისას ცხოველი ჩემში ღიზიანდება და ეს ჩემს სისტემაშიც აღწევს", - თქვა კაილი ჯენერმა.

ერთ-ერთი კითხვა მის შეყვარებულზე, ჰიპ-ჰოპ არტისტს ტრევის სკოტზეც იყო. "რისი სუნი აქვს ტრევის სკოტს" - ამაზე მოუწია პასუხის გაცემა კაილი ჯენერს.

"ტრევის სკოტი დილაობით შხაპს იღებს, ამიტომ მას ახლად დაბანილისა და ოდეკოლონის სუნი აქვს. მოიცადეთ, მას ასევე აქვს მარიხუანას სუნი", - თქვა კაილი ჯენერმა.

კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი ერთმანეთს 2017 წლის შემდეგ ხვდებიან. მათ ერთი წლის ქალიშვილი სტორმი ყავთ.

კომენტარები