ირანი

ირანელი ქალი, რომელსაც სტადიონზე შეპარვის გამო ციხე ემუქრებოდა და თავი დაიწვა, გარდაიცვალა

Getty Images

ირანელი ქალი, რომელმაც ერთი კვირის წინ თავი დაიწვა, რადგან ფეხბურთის სტადიონზე კაცის ფორმაში გადაცმული დაიჭირეს და პატიმრობა ემუქრებოდა, 10 სექტემბერს გარდაიცვალა.

საჰარ ხოდაიარიმ თავი თეირანში, სასამართლოს შენობის წინ მას შემდეგ დაიწვა, რაც სასამართლო, რომელიც ფეხბურთის სტადიონზე შეპარვის გამო მის საქმეს განიხილავდა, გადაიდო.

ქალს მხარდამჭერებმა "ლურჯი გოგონა" შეარქვეს, საფეხბურთო კლუბ ესტეგლალ თეირანის გამო, რომლის ფანიც იყო და თამაშზე დასწრება სურდა.

საჰარი მარტში დააკავეს და სამდღიანი პატიმრობის შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს. ის სასამართლო პროცესს 6 თვე ელოდა.

თვითმხილველების თქმით მას შემდეგ, რაც პროცესი გადაიდო მან გაიგო, რომ გამამტუვნებელი განაჩენის შემთხვევაში 6 თვიდან ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა და თავის დაწვა სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა.

ირანში ქალებს სტადიონებზე კაცების თამაშებზე დასწრება 1981 წლიდან ეკრძალებათ. აკრძალვა დროებით გასულ წელს მოხსნეს და ქალებს საშუალება ჰქონდათ სტადიონზე, ეკრანზე ეყურებინათ მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ აკრძალვა კანონის სახით არაა დაწერილი, მას მკაცრად იცავენ.

Fifa-მ ირანს ვადა 31 აგვისტომდე მისცა, რათა სტადიონზე ქალები დაეშვა, თუმცა ქვეყანა მოთხოვნას არ ასრულებს. Fifa-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მწუხარება გამოთქვეს ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ირანს კიდევ ერთხელ მოუწოდეს უზრუნველყოს იმ ქალების თავისუფლება და უსაფრთხოება, ვინც აკრძალვის მოხსნისათვის იბრძვიან.

მიმდინარე თვის დასაწყისში ირანში დაიწყო ონლაინ კამპანია, რომელიც სპორტულ ორგანიზაციებს მოუწოდებს ირანს შეჯიბრებსა და ჩემპიონატებში მონაწილეობაზე აკრძალვები დაუწესოს, რათა მთავრობამ სპორტში ჩარება შეწყვიტოს.

კომენტარები