ამერიკის შეერთებული შტატები

დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ჯონ ბოლტონი
ტაბულა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

"გუშინ ჯონ ბოლტონს შევატყობინე, რომ თეთრ სახლში მისი მომსახურება აღარ იყო საჭირო. მე, ისევე, როგორც სხვებიც ადმინისტრაციაში მის შეხედულებების არ ვიზიარებდით და შესაბამისად, მე ჯონს სამსახურიდან გადადგომა ვთხოვე, რაც დღეს დილით დამიდასტურა, მე მას მადლობას ვუხდი გაწეული სამსახურისთვის. შემდეგ კვირაში მომავალ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს დავასახელებ",- წერს ტრამპი თავის Twitter-ზე.

თუმცა ჯონ ბოლტონის თქმით, მან თავად დატოვა თანამდებობა.

"გუშინ საღამოს თანამდებობოდან წასვლის შესახებ ვაცნობე, თუმცა მან მითხრა, ამაზე ხვალ ვილაპარაკოთო",- წერს ჯონ ბოლტონი.

ჯონ ბოლტონი 2018 წლის აპრილში დაინიშნა ამ თანამდებობაზე და ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იყო მაიკლ ფლინისა და ჰერბერტ მაკმასტერის შემდეგ.

ამჟამად ეროვნული უსაფრთოხების მრჩევლის თანამდებობას დორებით ბოლტონის მოადგილე ჩარლზ კუპერმანი დაიკავებს. ტრამპი ბოლტონის შემცვლელს მომავალ კვირაში დაასახელებს. 

ჯონ ბოლტონი ჩრდილოეთ კორეასთან, ირანთან, რუსეთთან, ავღანეთთან აშშ-ის ხისტი პოზიციის მომხრე იყო. 

ბოლტონი INF-ის ერთერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო. აშშ-მა შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმება (INF) 2 აგვისტოს სრულად დატოვა.

ჯონ ბოლტონი ასევე მთავარი მხარდამჭერი იყო ირანის მიმართ ხისტი პოლიტიკის, მათ შორის, ბირთვული შეთანხმების დატოვებაზე. 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო.

ჯონ ბოლტონი პოსტზე 2018 წლის აპრილში დაინიშნა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ის ტრამპის რიგით მესამე მრჩეველი იყო. რესპუბლიკელი ჯონ ბოლტონი რეიგანის და ბუშის ადმნისტრაციების დროს სახელმწიფო დეპარტამენტში, იუსტიციის დეპარტამენტსა და USAID-ში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა.

ჯონ ბოლტონის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები