გიორგი გახარია

Deutsche Welle: საქართველოს პარლამენტმა "რუსეთის კაცის" პრემიერად დანიშვნას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა "რუსეთის კაცის" პრემიერად დანიშვნას მხარი დაუჭირა - ამ სათაურით აქვეყნებს ცნობილი გერმანული გამოცემა Deutsche Welle საქართველოზე სტატიას. 

გამოცემა წერს, რომ გიორგი გახარია ანტისამთავრობო აქციების დარბევით გახდა ცნობილი. 

"ის ახალგაზრდული პროტესტის ძალადობრივი გზით დაშლის მთავარი არქიტექტორია"- წერს გამოცემა.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ გახარიას გაპრემიერებამ თბილისში საპროტესტო ტალღა გაამწვავა. DW-წერს, რომ გახარია ბრალდებების უარყოფას შეეცადა (რომ ის "რუსეთის კაცია") და თავის გამოსვლაში ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ისაუბრა. 

გამოცემამ სტატიაში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიას სიტყვებიც გამოიყენა, სადაც მელია ამბობს, რომ "გახარია ივანიშვილის ბოლო მარიონეტი იქნება პრემიერმინისტრის თანამდებობაზე".

8 სექტემბერს, პარლამენტმა საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.მას მხარი 98-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არავინ წასულა. ევროპულ საქართველოს, ენმ-ს და პატრიოტთა ალიანსს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავა.

კომენტარები