დაპირისპირება პარლამენტთან

"პატრიოტების" პოლიტ.მდივანი კონტრაქციას არ ადასტურებს, ემზარ კვიციანმა FB-სტატუსი წაშალა

IPN

პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური მდივანი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ 16:00-ზე "სირცხვილიას" კონტრაქცია გაიმართება. გოჩა თევდორაძის თქმით, ეს არის დეზინფორმაცია და კონტრაქციისკენ მოწოდება ემზარ კვიციანს არ ეკუთვნის.

"ეს არ არის ემზარ კვიციანის სიტყვები, მას მიაწერეს ეს სიტყვები. ეს დეზინფორმაცია ეკუთვნით იმ ძალებს, ვისაც უნდა, ჩვენი მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე მივიდნენ და არა სპორტის სასახლეში. ჩვენი მასშტაბური, დიდი აქცია გაიმართება სპორტის სასახლეში" - უთხრა გოჩა თევდორაძემ ტაბულას. 

აღსანიშნავია, რომ ემზარ კვიციანმა პარლამენტის წინაც მოუწოდა "პატრიოტებს" შეკრებისკენ, რაც ინციდენტის ამსახველ ვიდეოკადრებშიც ჩანს. შემდეგ კი, მიმართვა "ფეისბუქზე" გაავრცელა. ამ დროისთვის, პარლამენტთან შეკრების მოწოდების ტექსტი კვიციანის გვერდზე აღარ იძებნება.

კომენტარები