თავდამსხმელებთან ერთად რომ თავს მესხმის ჟურნალისტი, ეს ეთიკაა? არავითარი კითხვები არ არსებობს. არავითარი კითხვები არ არსებობს მაშინ, როცა ვერ ვიგერიებ ხალხს, მაგინებენ. არ გესმოდათ რა სიტყვებით მაგინებდნენ? გოგოები რომ ფალოსს გიწოდებენ ადამიანს, ვაჟკაცს, ეს მოსაწონია?
დაპირისპირება პარლამენტთან
კვიციანი აქტივისტებზე დავდასხმაზე: გოგოები რომ ფალოსს გიწოდებენ ვაჟკაცს, ეს მოსაწონია?
tbl.ge/3zx5
დაკოპირდა

ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის წევრმა ემზარ კვიციანმა მედიაცენტრ "მთავარში" გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. 8 სექტემბერს, მან ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის სირცხვილის კორიდორმა გააღიზიანა. აქტივისტებმა კვიციანს რუსეთის მონა უწოდეს, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა კი, მათ აგინა, ხოლო რამდენიმე მათგანს ხელი დაარტყა. დეპუტატმა ასევე აგინა პოლიციას. ემზარ კვიციანი ტერიტორიიდან განარიდეს, თუმცა, არ დაუკავებიათ. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის (სსკ-ის 126-ე) მუხლით დაიწყო.
ამავე თემაზე
- კვიციანი: დამეჯახა, მუცელი მივარტყი და დავარდა, მუხლებში ძალა რომ არ აქვს, ჩემი ბრალია?
- ინაშვილი: კვიციანზე განხორციელდა ძალადობა - დაუძახო მოღალატე, ეს მორალური ტანჯვის ტოლფასია
- თალაკვაძე კვიციანზე: პოლიციელებმა ეფექტურად შეძლეს რომ განემუხტათ სიტუაცია
- გომელაური კვიციანზე: პირველი ვინ დაიწყო, ვინ რა დაიძახა და ვინ ხელი გაიქნია, არ ვიცი
- შსს-მ ემზარ კვიციანის მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო