აქცია პარლამენტთან

"თქვენი დედას შე**ცი, გამიშვით ხელი" - პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი პოლიციას (ვიდეო)

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ემზარ კვიციანმა სირცხვილიას აქტივისტების და ოპერატორების გარდა, პოლიციის თანამშრომლებსაც აგინა, როდესაც ისინი მის ტერიტორიიდან გარიდებას ცდილობდნენ.

"თქვენი დედას შე**ცი, გამიშვით ხელი... პოლიციაა ეს? ამათ აფარებთ ხელს" - მიმართა კვიციანმა პოლიციას.

დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებთან დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა. ის სირცხვილის კორიდორმა გააღიზიანა. აქციის მონაწილეებმა მას "მონა" და "რუსეთის კაცი" უწოდეს, კვიციანმა კი მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციელებმა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი განარიდეს, თუმცა, არ დაუკავებიათ.

"მოხდა ინციდენტი, გავერკვევით და მივცემთ სამართლებრივ შეფასებას“, - უთხრა ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ.

კომენტარები