ქართული ოცნება

პარლამენტთან ცხვრები მიიყვანეს, აქციის მონაწილეების თქმით, ისინი "ოცნების" დეპუტატები არიან

ანტისაოკუპაციო აქციის "სირცხვილია" ცნობით, ქართული ოცნების რამდენიმე წევრი "ჩვენ მხარეს" გადმოვიდა. გიგა მაქარაშვილის თქმით, გამოიძებნა მმართველ გუნდში ადამიანები, ვინც არ დააჭერს მწვანე ღილაკს ხელს და მხარს არ დაუჭერს გიორგი გახარიას და მისი ახალი მთავრობის დაკომპლექტებას.

"რამდენიმე წუთში ნახავთ, ვინ არიან ის ადამიანები" - თქვა მაქარაშვილმა, რის შემდეგაც, აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ცხვრები მიიყვანეს.

"მადლობა პატივცემულო პარლამენტის დეპუტატებო" - მიმართა აქციის ორგანიზატორმა ცხვრებს.

კომენტარები