პარლამენტი დღეს, 8 სექტემბერს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. პარლამენტის სხდომა უკვე დაიწყო - მოხსენებით პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარია გამოდის.
ყოფილმა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა 2 სექტემბერს დატოვა. ბიძინა ივანიშვილმა მის შემცვლელად გიორგი გახარია დაასახელა. ასევე, შს მინისტრად ვახტანგ გომელაური წარადგინა, ხოლო თავდაცვის მინისტრად - ირაკლი ღარიბაშვილი.
სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრება ევროპული საქართველო.
პარლამენტის სხდომის პარალელურად, "სირცხვილია" შენობის შესასვლელებთან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას აპირებენ.

![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)



