ნაციონალური მოძრაობა

ენმ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების განიხილვაზე მხოლოდ ფრაქციის დროს გამოიყენებს

ტაბულა

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის 8 სექტემბრის პლენარულ სხდომაში, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება, მონაწილეობას მიიღებს.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ტაბულასთან საუბარში თქვა, ენმ მხოლოდ ფრაქციის დროს გამოიყენებს. 

"ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას შეხვედრაზე, ოღონდ, გამოვიყენებთ მხოლოდ ფრაქციის დროს, როდესაც იქნება ჩვენი ფრაქციის დრო. დანარჩენ რუტინულ პროცესში არ მივიღებთ მონაწილეობას. არც კითხვა-პასუხის პროცესში, არც გახარიას მოვუსმენთ, არც კომიტეტების მავნებულურ გამოსვლებს. ჩვენ გამოვიყენებთ მხოლოდ ჩვენ დროს"- ამბობს გოცირიძე. 

6 სექტემბერს, ენმ-მ​ პროტესტის ნიშნად გიორგი გახარიას მოსმენა შეწყვიტა. პარტია ითხოვდა, სხდომას 20 ივნისის ღამეს დაშავებული მაკო გომური და სხვა მოქალაქეები დასწრებოდნენ. თხოვნის მიუხედავად, მოქალაქეები სხდომათა დარბაზში არ შეიყვანეს და სწორედ ეს გახდა ენმ-ის ბოიკოტის მიზეზიც. 

სამთავრობო ცვლილებები ქართულმა ოცნებამ 3 სექტემბერს დააანონსა. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერი გახდება. თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი. ლევან იზორია უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოს. შს მინისტრად სუს-ის მოქმედი უფროსი, ვახტანგ გომელაური დაინიშნება. 

პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცებას 8 სექტემბერს გეგმავს, იქამდე კი მინისტრთა კაბინეტის წევრებს უსმენს.

კომენტარები