ნაციონალური მოძრაობა

ხაბეიშვილი: არანაირი პარტიული ზღვარი აღარ არსებობს, ხელი ხელს ჩავკიდოთ და ვიბრძოლოთ

არანაირი პარტიული ზღვარი აღარ არსებობს ჩვენს შორის. არის საქართველო და ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ დაგვანახოს სხვა საქართველო, რუსული საქართველო - რუსეთი უნდა საქართველოში და ეს არ გამოვა. ყველას გვინდა, ევროპაში ვიცხოვროთ, ამიტომ, მოკავშირეები ვართ. გვინდა, არ გვინდა, ვინმეს ვინმე მოსწონს თუ არ მოსწონს - მოკავშირეები ვართ. კარგად უნდა გავიგოთ, ჩვენ ხელი ხელს ჩავკიდოთ და ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. 

ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

კომენტარები