გიორგი გახარია პარლამენტში

გახარია: ჩვენი მიზანი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ომის გარეშე

ყველაფერთან ერთად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ოკუპირებული ტერიტორიები ეს არის ჩვენი შიდა და გარე უსაფრთხოების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომ, შესაბამისი უწყებებიც, გარდა მთავრობისა, ძალზედ აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია, ჩვენ ვისაუბროთ ქვეყნის სრულფასოვან განვითარებაზე, როგორც სამოქალაქო, პოლიტიკური, თუნდაც ეკონომიკური, სანამ ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ქვეყნის არ იქნება აღდგენილი.

უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენი მიზანი პირველ რიგში არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ომის გარეშე. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წინაპირობა, სხვა ყველა რესურსი რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ

პრემიერ მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები უსმენენ.

კომენტარები