იყო რამდენიმე სიტყვა ნათქვამი რეზინის ტყვიებზე და გავრილოვის ვიზიტზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის ყველაფერი, რაც ამ დღესთან არის დაკავშირებული, თუმცა ერთმნიშვნელოვნად გვაქვს პოზიცია, რომ ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა ეს იყო ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის შტურმის ღამე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ტერმინი დავამკვიდროთ. იმ ღამით უკანონო ბრძანება არ გაცემულა. ამაზე ჩვენ ვაგებთ სრულად პასუხს და ვიღებთ დამატებით პასუხისმგებლობას იმის სახით, რომ ვსხედვართ დღეს აქ თქვენს წინაშე და პასუხებს ვცემთ თქვენ კითხვებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რამდენად ვართ ჩვენ ჩვენს სიმართლეში დარწმუნებულები. ამას გამოძიებაც დაადასტურებს, დროც და პოლიტიკური შეფასებებიც
გიორგი გახარია პარლამენტში
გახარია 20 ივნისზე: შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე
tbl.ge/3zn4
დაკოპირდა

ამავე თემაზე
- გახარია ჭიჭინაძეს: ჩემი ნომერი იცით, SMS-ებს მწერთ, დაგერეკათ, გამოვუშვებდი ვინმეს
- გახარია ოპოზიციას: მაკო გომურის სახელს არ ვიყენებ, ესაა მორალური სხვაობა ჩვენ შორის
- სესიაშვილი ოპოზიციას: მეც მახსოვს 20 ივნისი. ძალადობით შეჭრა-შემოჭრა არასდროს გაგივათ
- ბესელია: გახარიასთან კითხვები მაქვს, ჩამოვყალიბდები, ღირს თუ არა დასმა
- კობახიძე: ჩემო ევრონაცებო, ჩემო 3%-იანებო, გისურვებთ ტკბილ პოლიტიკურ პენსიას 2020-ის ოქტომბრიდან