საბანკო რეგულაციები

მაჭავარიანი იპოთეკურ სესხებზე: სფეროში რეგულაციების შერბილება მოხდა

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი, ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ იპოთეკური სესხების მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა რეგულაციები შეარბილა. ამ თემაზე მაჭავარიანმა საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში ისაუბრა.

"ჩემი ინფორმაციით იყო რამდენიმე შეხვედრა დეველოპერებთან ბანკებთან და პრაქტიკულად ამ სფეროში მოხდა შერბილება. საბოლოო რედაქციით, 20% წინასწარი გადახდა, რომელიც მანამდეც არსებობდა კომერციული ბანკკების მოთხოვნით უცველად შენარჩუნდა. შემოსავლების დადასტურების ნაწილი კი საკმაოდ შერბილებულია"

მაჭავარიანის თქმით, იმას რომ იპოთეკური სესხების მიმართულებით რეგულაციების შერბილება მოხდა ადასტურებს იპოთეკური სესხებისა და მშენებლობის სექტორის მზარდი სტატისტიკაც.

"იპოთეკური სესხები ამ ეტაპზე 25%-ით იზრდება, რაც ყველაზე მთავარია ამას ადასტურებს მშენებლობის სექტორიც. რომელიც 16 თანმიმდევრული თვის კლების შემდეგ, იზრდება. რასაკვირველია კლება არ იყო გამოწვეული რეგულაციებით. რეგუულაციები ბევრად გვიან შემოვიდა. აქ იყო რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის სამშენებლო რეგულაციები და ნებართვების გართულებული გაცემა, თუმცა სექტორმა მოახდინა გადაწყობა და ჩვენ ბოლო ორი თვეა სოლიდურ ზრდას ვხედავთ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ივლისი, როდესაც 10%-იანი ზრდა გვქონდა.

მაჭავარიანის თქმით, ივლისის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი სწორედ, მშენებლობის სექტორი იყო. მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ საბანკო რეგულაციების მიმართულებით შესაძლოა მსჯელობის გაგრძელება. 

კომენტარები