ნარკოდანაშაული

148 მილიონი დოლარის ჰეროინი - ყველაზე მსხვილმასშტაბიანი ნარკოდანაშაული დიდ ბრიტანეთში

CNN

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ გემში 1,3 ტონა ჰეროინი იპოვა, რომლის ღირებულება 148 მილიონი დოლარია. ეს არის ქვეყნის ყველაზე მსხვილმასშტაბიანი ნარკოტიკების აღმოჩენის შემთხვევა.

დიდი რაოდენობით ნარკოტიკი პირსახოცებსა და აბაზანის ხალათებში იპოვეს. გემი ბელგიის პორტ ანტვერპენში ფელიქსთოუს პორტის გავლით მიდიოდა.

”ეს არის ჰეროინის რეკორდული აღმოჩენა დიდ ბრიტანეთში და ერთ-ერთი უდიდესი ევროპაში”,- თქვა მეთიუ ჰორნმა, NCA-ს (დანაშაულის ეროვნული სააგენტო დიდ ბრიტანეთში) გამოძიების უფროსის მოადგილემ.

პოლიციის ოფიცრებმა 6 საათიანი ოპერაციის შემდეგ გემის კონტეინერი ნარკოტიკებისგან დაცალეს, 1 სექტემბერს გემი ანტვერპენიდან როტერდამში, ნიდერლანდებში გადაიყვანეს, სადაც ჰოლანდიისა და ბელგიის სამართალდამცავებმა 4 დამნაშავე დაიჭირეს.

კომენტარები