ავსტრალია

ავსტრალიაში ვეგანმა ქალმა მეზობლებს ბარბექიუს სუნის გამო სასამართლოში უჩივლა

9news

დასავლეთ ავსტრალიაში მცხოვრებმა ვეგანმა ქალმა მეზობლებს ბარბექიუს სუნის გამო სასამართლოში უჩივლა. მისი თქმით მეზობლების ეზოდან მომავალი შემწვარი თევზის და ხორცის სუნის გამო დაძინებას ვერ ახერხებს.

ქალს მიაჩნია, რომ მეზობლები ამას განზრახ აკეთებენ.

"ისინი ამას სპეციალურად აკეთებენ, რომ მხოლოდ თევზის სუნი მოდიოდეს. ეზოში ვეღარ გავდივარ." ამბობს ქალი.

სასამართლოს მისი საჩივარი საჭმლის და სიგარეტის სუნის, სკამების, ბავშვების და ჩიტების ხმაურის გამო არ მიიღო. ქალმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა კვლავ უარი მიიღო. მათ მომჩივანს მოუწდეს მეზობლებთან შეთანხმებას მოლაპარაკების გზით მიაღწიოს.

ქალი მეზობლებს 2017 წლიდან უჩივის. ერთ-ერთმა მეზობელმა თქვა, რომ მისი საჩივრების გამო ბარბექიუს შეწვა შეწყვიტა და ბავშვებს კალათბურთის თამაში აუკრძალა. მეორე მეზობელი კი ამბობს, რომ მის საჩივრებს საფუძველი არ აქვს და მათი უფლებების შეზღუდვას ცდილობს.

კომენტარები